пятница, 30 апреля 2010 г.

ყველაზე ჭკვიანი

,პროექტი

ბევრი თქვენგანი შესაძლებელია ინტერესით უყურებს სხვადასხვა ტელეარხზე მოსწავლეთა ინტელექტუალურ შეჯიბრებებს (მაგ: ,,იმედზე”_ ,,ეტალონი”, ,,რუსთავი 2”-ზე _ ,,ყველაზე ჭკვიანი”).

შენიშნეთ, ალბათ, მოსწავლეები ერიდებიან მათემატიკის არჩევას კითხვებზე პასუხების გასაცემად.

გამოიკვლიეთ თქვენს კლასში, თქვენს სკოლაში _ რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით.

სატელევიზიო გადაცემაში მიიღებდნენ მონაწილეობას.

გამოიკვლიეთ უკანასკნელ გადაცემებში დასმული კითხვები მათემატიკაში _ იძლევა თუ არა თქვენი სასწავლო პროგრამა და სახელმძღვანელო საკმარის მასალას დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად?

შეარჩიეთ მასალა, რომლის გამოყენებაც სასურველია გადაცემების დროს _ კითხვები შესაბამისი პასუხების მითითებით, რომელთაგან ერთი სწორია, დანარჩენები _ არასწორი, ან კითხვები, რომლებზეც სწრაფად შეიძლება გაეცეს პასუხები.

ჩაატარეთ მათემატიკური შეჯიბრება თქვენი კლასისი ორ ჯგუფს შორის გამარჯვებულის გამოსავლენად ამ ჯგუფების მიერ შერჩეული მასალის მიხედვით.

შესაძლებელია ამავე წესით მოწყობილ შეჯიბრებაში სხვა კლასებიც დაუპირისპირდეთ.

შეჯიბრების წარმართვა (თქვენს მიერ შერჩეული კითხვების მიხედვით) მათემატიკის მასწავლებლებს მიანდეთ.

Комментариев нет:

Отправить комментарий